თეთრიწყარო 5 ივნისის დილიდან გაიხსნება – მთავრობა
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი ხვალ, 5 ივნისს, დილიდან გაიხსნება.
ინფორმაცია ამის შესახებ ნეტგაზეთს მთავრობაში დაუდასტურეს.

მთავრობის თქმით, თეთრიწყარო ხვალ დილის 6 საათიდან გაიხსება და ყველა დაწესებული შეზღუდვა მოიხსნება.

მანამდე, თეთრიწყაროს გახსნის შესახებ პრემიერმა გიორგი გახარიამაც ისაუბრა. მან თქვა, რომ ბოლო 2 კვირის განმავლობაში აქ კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა, მიუხედავად იმისა, რომ ჩატარდა 449 ტესტზე მეტი.

კორონავირუსით ინფიცირების თითქმის ერთდოულად გამოვლენილი 20-მდე შემთხვევის გამო თეთრიწყარო 26 აპრილიდან ამ დრომდე ჩაკეტილი იყო. 26 აპრილს მოეწყო სამი ბლოგპოსტი და ქალაქში შესვლა-გამოსვლა შეიზღუდა მცირე გამონაკლისების გარდა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები