თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი ხვალ, 5 ივნისს, დილიდან გაიხსნება.
ინფორმაცია ამის შესახებ ნეტგაზეთს მთავრობაში დაუდასტურეს.
მთავრობის თქმით, თეთრიწყარო ხვალ დილის 6 საათიდან გაიხსება და ყველა
დაწესებული შეზღუდვა მოიხსნება.
მანამდე, თეთრიწყაროს გახსნის შესახებ პრემიერმა გიორგი გახარიამაც
ისაუბრა. მან თქვა, რომ ბოლო 2 კვირის განმავლობაში აქ კორონავირუსის
ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა, მიუხედავად იმისა, რომ ჩატარდა 449
ტესტზე მეტი.
კორონავირუსით ინფიცირების თითქმის ერთდოულად გამოვლენილი 20-მდე
შემთხვევის გამო თეთრიწყარო 26 აპრილიდან ამ დრომდე ჩაკეტილი იყო. 26
აპრილს მოეწყო სამი ბლოგპოსტი და ქალაქში შესვლა-გამოსვლა შეიზღუდა
მცირე გამონაკლისების გარდა.