საერთაშორისო ფრენები პირველი ივლისიდან აღდგება
საქართველოში საერთაშორისო ფრენები პირველი ივლისიდან აღდგება.

რადიო „მარნეულს“ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს, რომ ჯერ-ჯერობით უცნობია თუ რომელი მიმართულებით აღდგება ფრენები. აღნიშნულ საკითხზე მთავრობა სხვადასხვა სახელმწიფოებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

საქართველოში საერთაშორისო ფრენები კორონავირუსის პანდემიის გავრცელების შემდგომ შეჩერდა.

რადიო "მარნეული"
Print