სასწრაფოს ეკიპაჟი ავარიაში მოყვა
ახალციხეში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი ავარიაში მოყვა.

შემთხვევის დროს ეკიპაჟს პაციენტი სამედიცინო დაწესებულებაში გადაჰყავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი მაღალი სიჩქარით მომავალი მსუბუქი ტოიოტას მარკის ავტომობილი გახდა.

სასწრაფოს მძღოლმა ავტოსაგზაო შემთხვევის თავიდან აცილების მიზნით სხვა მხარეს გადაუხვია, რა დროსაც ხეს შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, რომლებიც ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში შეიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში "ინფო რუსთავს" განუცხადეს, რომ შემთხვავზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლით მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები