სატვირთო ავტომობილი გადაყირავდა [video]
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა გაჩიანი-თბილისის დამაკავშირებელ გზაზე.

შემთხვევის შედეგად სატვირთო ავტომობილი გადაბრუნდა, რომელსაც ცემენტი გადაჰქონდა.

კომპანიის დირექტორის თქმით, რომელსაც სატვირთო ეკუთვნის, ავტოსაგზაო შემთხვევა შესაძლოა საჭის დაუმორჩილებლობას გამოეწვია.

რაც შეეხება სატვირთოს მძღოლს, ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპჟმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. კომპანიის დირექტორის თქმით, სატვირთოს მძღოლს სერიოზული დაზიანებები არ ჰქონია.

შემთხვევის ადგილზე ასევე მობილიზებული იყო პოლიციის ეკიპაჟები.



წყარო: ინფო რუსთავი
Print