გლდანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, ქალი ფეხით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მას
მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება სისხლის
სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც
ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას
გულისხმობს.