სუს: თბილისში, მოსკოვის გამზირზე ჩხრეკა მიმდინარეობდა, სპეცოპერაცია არ იყო
თბილისში, მოსკოვის გამზირზე ერთ-ერთ სასაწყობე სივრცეში ჩხრეკა მიმდინარეობდა.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში On.ge-ს უთხრეს, ეს არ იყო სპეცოპერაცია. გარდა ამისა, უწყებაში უარყვეს მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ საგამოძიებო მოქმედება არ უკავშირდება რამდენიმე დღის წინ დაკავებულ ვასამბეგ ბოკოვს, რომელიც ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის საქმეზეა დაკავებული. ამასთან, სუს-ში აცხადებენ, რომ არავინ დაუკავებიათ.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით დამატებითი ინფორმაცია, სავარაუდოდ, დილისთვის გახდება ცნობილი.

წყარო: On
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები