თბილისში, მოსკოვის გამზირზე ერთ-ერთ სასაწყობე სივრცეში ჩხრეკა
მიმდინარეობდა.
როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში On.ge-ს უთხრეს, ეს არ იყო
სპეცოპერაცია. გარდა ამისა, უწყებაში უარყვეს მედიაში გავრცელებული
ინფორმაცია, რომ საგამოძიებო მოქმედება არ უკავშირდება რამდენიმე დღის
წინ დაკავებულ ვასამბეგ ბოკოვს, რომელიც ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას
ლიკვიდაციის საქმეზეა დაკავებული. ამასთან, სუს-ში აცხადებენ, რომ
არავინ დაუკავებიათ.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით დამატებითი ინფორმაცია,
სავარაუდოდ, დილისთვის გახდება ცნობილი.