მტკვარში ბავშვი დაიხრჩო [video]
თბილისში, ვახტანგ შანავას ქუჩის მიმდებარედ, 6 წლის ბავშვი მტკვარში დაიხრჩო.

როგორც "ინფო რუსთავს" თვითმხილველები უყვებიან, მცირეწლოვანი დედასთან და დასთან ერთად მტკვრის პირას ქვის ლოდებზე იდგა.

მათი ნაწილის თქმით, დედა ბავშვებს ფოტოებს უღებდა და ერთობოდნენ, რა დროსაც ბავშვი მტკვარში გადავარდა.

მდინარეში გადავრადა მცირეწლოვანის დედა და ასევე მცირეწლოვანის და.

ადგილობრივების თქმით, დედამ ნაპირზე გამოსვლა მოახერხა, ბავშვები კი დინებამ წაიღო. მათ მცირეწლოვანი გოგონას გამოყვანა შეძლეს, რომელიც სასწრაფოს ეკიპაჟმა სამედიცინო დაწესეულებაში გადაიყვანა. რაც შეეხება მცირეწლოვან ბიჭს, მაშველებმა მდინარიდან მისი ამოყვანა შეძლეს. ბავშვს ნაპირზე რეანიმაციული დახმარება აღმოუჩინეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ექსპერტ-კრიმინალისტებმა გვამი პროზექტურაში გადაასვენეს.

შემთხვევის შესახებ განცხადება გააკეთეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურშიც.

"საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ ქვემო ფონიჭალაში, მდინარე მტკვარში არასრულწლოვნები იმყოფებოდნენ და დაუყონებლივ სჭირდებოდათ მაშველების დახმარება.

შეტყობინების მიღებიდან უმოკლეს დროში, ადგილზე გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. მაშველების მისვლისას, 1 მოზარდი გამოყვანილი იყო ნაპირზე, ერთი მცირეწლოვანი კი, მდინარის ჩქარი დინების გამო, გაუჩინარდა წყალში და ვერ ხერხდებოდა მისი ადგილსამყოფელის დადგენა.

მაშველებმა მყისიერად დაიწყეს სამაშველო-საძიებო ოპერაცია როგორც წყალში, ასევე, მდინარის სანაპირო ზოლზე. სამაშველო ოპერაციის შედეგად, მაშველებმა წყლიდან ამოიყვანეს უგონო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვანი, რომელსაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა და მაშველებმა ადგილზე ჩაუტარეს გულ-ფილტვის რეანიმაცია, თუმცა, სამედიცინო დახმარების მიუხედავად, ვერ მოხერხდა მოზარდის გადარჩენა და დაფიქსირდა გარდაცვალების ფაქტი",
- ნათქვამია განცხადებაში.



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები