თბილისში მსუბუქი ავტომანქანა და საპატრულო პოლიციის ავტომობილი შეეჯახნენ
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თბილისში. იოსებიძისა და ბულაჩაურის ქუჩების კვეთაზე მსუბუქი ავტომანქანა და საპატრულო პოლიციის ავტომობილი შეეჯახნენ ერთმანეთს.

მომხდარის შედეგად, მსუბუქად დაშავდა ერთი ადამიანი.

როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

წყარო: პირველი არხი
Print