512 კილოგრამი უაქციზო თუთუნის შენახვა - გადაზიდვა - რეალიზაციის ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს
11:09 / 19.06.2020
განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო თუთუნის შენახვა - გადაზიდვა -
რეალიზაციის ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს.
ქვემო ქართლის რეგიონში ამოღებულია 512 კილოგრამი თუთუნი, რომლის
საბაზრო ღირებულება 56 000-ს ლარს აღემატება.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის
მე-200 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით
ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით.