ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში [video]
ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში.

კოსტავას გამზირზე ავტობუსი ამწე-კალათიან ავტომობილს დაეჯახა.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით ქუჩაზე, ერთერთი ბინის ფასადზე სამუშაოები მიმდინარეობდა და შეჯახების დროს კალათაში მამაკაცი იმყოფებოდა.

მუშამ მსუბუქი დაზიანება მიიღო, მისი გადაყვანა სამედიცინო დაწესებულებაში მოხერხდა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.

ავტოსაგზაო შემთხვევის გამო კოსტავას ქუჩის გარკვეული მონაკვეთი რამდენიმე წუთით გადაკეტილი იყო.



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები