კახეთში ავტოსაგზაო შემთხვევას მცირეწლოვანი ბავშვი ემსხვერპლა
კახეთში, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სოფელ ტიბაანთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მცირეწლოვანი ბავშვი ემსხვერპლა.
აღნიშნულ ინფორმაციას შსს-ში ადასტურებენ.

როგორც „ნეტგაზეთს“ უწყებაში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს. ეს გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
წყარო: ნეთგაზეთი
Print