მდინარეში მამაკაცის ცხედარი ნახეს
ქუთაისში, მდინარე რიონში მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

მამაკაცის დაკარგვის შესახებ შეტყობინება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 24 ივნისს შევიდა.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი მდინარეში თვითმკვლელობის მიზნით გადახტა.

55 წლამდე მამაკაცის ცხედარი მაშველებმა დღეს დილით ნახეს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები