ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 პირი დააკავეს
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცავებმა ახალგაზრდები დააკავეს. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, დაკავებულებს შორის წუხელ მცხეთა- მთიანეთის პოლიციის განყოფილებაში გამოკითხული თენგო ბარბაქაძეც არის.

17 დაკავებულს შორის არის ასევე ადვოკატ დავით ჭიკაიძის დაცვის ქვეშ მყოფი პირი. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ჭიკაიძემ განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დღეს დილით 8 საათზე დააკავეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით შსს-ში კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ.

შეგახსენებთ, რომ 19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები