სიახლე
მედიის ინფორმაციით, საბერძნეთის პოლიციამ საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა
საბერძნეთის პოლიციამ ქალაქ რეტიმნოში ქურდობისა და მოპარული ნივთებით გასაღების ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დაკავებულები არიან მამაკაცი და ქალი.

მედიის ინფორმაციით, 38 წლის მამაკაცმა 25 მაისიდან 23 ივნისამდე პერიოდში 11 სახლი გაძარცვა და 14 870 ევროს ღირებულების ძვირფასეულობა და სხვა ნივთები მოიპარა, რომელიც 40 წლის თანამზრახველს გადასცა.

სამართალდამცველებმა დაკავებულების საცხოვრებელი სახლიდან მოპარული ნივთები და ძვირფასეულობა ამოიღეს და მათი ნაწილი მეპატრონეს დაუბრუნეს.

წყარო: ინტერპრესნიუსი
| Print |