სიახლე
სოფელ ჩუმლაყში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაიჭრა
გურჯაანში სროლის შედეგად ერთი ახალგაზრდა გარდაიცვალა,ხოლო ერთი ყელის არეშია დაჭრილი. შემთხვევა სოფელ ჩუმლაყში მოხდა, რასაც ახალგაზრდებს შორის ფიზიკური დაპირისპირება უძღოდა წინ.

ადგილობრივების თქმით,რამდენჯერმე სროლის ხმა გაიგეს, რის შედეგადაც დაიჭრა ორი ადამიანი. ერთი ​საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი გურჯაანის "ჯეოჰოსპიტალსის" საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაშია მოთავსებული.

გურჯაანის ,,ჯეოჰოსპიტალსის" დირექტორის გელა ორველაშვილის განცხადებით,დაჭრილი ახალგაზრდას მდგომარეობა მძიმეა, მას ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული.

ადგილზე პოლიცია მობილიზებული.

წყარო: ინტერპრესნიუსი
| Print |