29 ივნისის მარნეულის ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე
მდებარე ტექნიკის მაღაზიიდან ტელეფონები მოიპარეს.
რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მაღაზიის მეპატრონემ განაცხადა, რომ
მაღაზიიდან დაახლოებით 3 000 ლარის ღირებულების ტელეფონები და
ტელეფონის აქსესუარებია წაღებული და ასევე პირადი კომპიუტერი.
„სხვადასხვა ადგილებში კამერებმა სამი პირი დააფიქსირეს,
სავარაუდოდ ისინი არიან დამნაშავეები“ - გვეუბნება
მაღაზიის მეპატრონე
ამ წუთებში ადგილზე ექსპერტები მუშაობენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო „მარნეულს“ განუცხადეს, რომ
ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე
მუხლით მიმდინარეობს რაც ქურდობას გულისხმობს.
დანაშაული ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ
წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.