ქურდობის ფაქტი რუსთავში
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით 25 წლამდე მამაკაცმა შარტავას გამზირზე არსებული ტექნიკის მაღაზიის მინა დააზიანა და ობიექტზე შეიჭრა.

იმ დროს როდესაც მამაკაცმა სხვადასხვა ნივთები მოაგროვა და მაღაზიიდან გამოსვლას აპირებდა გარეთ პოლიცია დახვდა.

ახალგარზდა რუსთავის პოლიციის თანამშრომლებმა ადგილზე დააკავეს.
წყარო: ინფო რუსთავი
Print