ფოთში მკვლელობა მოხდა
ფოთში, მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მოკლულია 45 წლის მამაკაცი, რომელსაც ჭრილობები მკერდის არეში ჰქონდა მიყენებული.

დაჭრილი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს და ის კლინიკაში გარდაიცვალა.

,,პაციენტი 112-ის ბრიგადამ საავადმყოფოში, სიცოცხლისთვის შეუთავსებელი, მრავლობითი ტრავმული დაზიანებებით შეიყვანა და მიუხედავად ჩატარებული რეანიმაციული მოქმედებისა, პაციენტი გარდაიცვალა ”, - განაცხადა ფოთის ჰოსპიტალის დირექტორმა თეა მიგინეიშვილმა.

როგორც ,,ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის, 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები