ფოთში, მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მოკლულია 45 წლის
მამაკაცი, რომელსაც ჭრილობები მკერდის არეში ჰქონდა მიყენებული.
დაჭრილი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ფოთის ჰოსპიტალში
გადაიყვანა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს და ის
კლინიკაში გარდაიცვალა.
,,პაციენტი 112-ის ბრიგადამ საავადმყოფოში, სიცოცხლისთვის
შეუთავსებელი, მრავლობითი ტრავმული დაზიანებებით შეიყვანა და
მიუხედავად ჩატარებული რეანიმაციული მოქმედებისა, პაციენტი
გარდაიცვალა ”, - განაცხადა ფოთის ჰოსპიტალის დირექტორმა თეა
მიგინეიშვილმა.
როგორც ,,ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის, 108-ე მუხლით დაიწყო, რაც
განზრახ მკვლელობას გულისხმობს.