არსებული ინფორმაციით, ფიჩორი-განმუხურის საოკუპაციო ხაზთან ინციდენტი მოხდა
გუშინ, გვიან ღამით ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობით შუახნის მამაკაცი შეიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, დაჭრილი ფიჩორი-განმუხურის საოკუპაციო ზოლიდან ცდილობდა საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას, რა დროსაც მას სავარაუდოდ რუსმა ოკუპანტებმა ესროლეს. ინციდენტი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მოხდა.

როგორც ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში აცხადებენ, პაციენტს ერთი ჭრილობა ჰქონდა ბარძაყის არეში, მას ჩაუტარდა შესაბამისი სამედიცინო დახმარება და კატასტროფის სამსახურის მიერ ქუთაისის სამედიცინო დაწესებულებაში იქნა გადაყვანილი.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები