სიახლე
ლაგოდეხის სოფელ კაბალში ცეცხლსასროლი იარაღით 50 წლამდე კაცი დაჭრეს
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ კაბალში, ცეცხლსასროლი იარაღით 50 წლამდე კაცი დაჭრეს. მას დაზიანებები თავის და მუცლის არეში აქვს მიყენებული.

ადგილობრივების თქმით, ერთ-ერთ ოჯახში სტუმრად იმყოფებოდნენ, სადაც მხარეებს შორის კონფლიქტი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაიწყო.

დაშავებული ლაგოდეხის “არქიმედეს” კლინიკაშია გადაყვანილი და ქირურგიული ოპერაცია უტარდება.

რაც შეეხება 25 წლის, სავარაუდო, ბრალდებულს, არსებული ინფორმაცით, ის მომხდარის შემდეგ, გაქცევას ცდილობდა, რა დროსაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა და დაშავდა.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
COVID-19-სთან ბრძოლაში რიჩარდ ლუგარის ცენტრის მნიშვნელობის ზრდასთან ერთად, კრემლისტური მედია, რომელიც წლებია ლაბორატორიასთან დაკავშირებით სხვადასხვა კონსპირაციას ავითარებს
სრულად
04:00 / 05.08.2020
დაიცავი დისტანცია