9 წლის ბავშვზე ძალადობის ბრალდებით დედა დააკავეს. ამის შესახებ
ინფორმაცია On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
უწყების განმარტებით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის
126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც
წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ჩადენილ ძალადობას
გულისხმობს.
ხელვაჩაურში დედის მიერ 9 წლის შვილის ცემის შესახებ ინფორმაცია გუშინ
გავრცელდა.