ახალი დეტალები სასტიკ მკვლელობაზე
სოფელ მუხრანში მომხდარ მკვლელობაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

ადგილობრივები მკვლელობის სავარაუდო მოტივზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ მიზეზი შესაძლოა სექსუალური ძალადობა იყოს.

არსებული ინფორმაციით, შვილიშვილმა ბაბუაზე შური დედაზე სექსუალური ძალადობის გამო იძია. არაოფიციალური ინფორმაციით, ძალადობას წლების განმავლობაში ჰქონდა ადგილი.

მეზობლები ამბობენ, რომ ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც მამა და ბაბუა მოკლა, მკვლელობისთვის ნასამართლევია და ციხიდან რამდენიმე დღის წინ გამოვიდა.

შეგახსენებთ, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანში ახალგაზრდა მამაკაცმა მამა და ბაბუა მოკლა, დანაშაულის ჩადენის შემდეგ კი მეზობლის მანქანა გაიტაცა და მიიმალა. შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა. არაოფიციალური ინფორმაციით, 30-წლამდე მამაკაცმა მამას და ბაბუას ყელი მძინარეს გამოჭრა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები