სიახლე
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გასულ აბიტურიენტს კორონავირუსი დაუდასტურდა
აბიტურიენტს, რომელიც 7 ივლისს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე იმყოფებოდა, კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ განათლების სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.
ამირან გამყრელიძის განცხადებით, 9 აბიტურიენტსა და დამკვირვებელს, შესაბამისი კვლევები უტარდებათ. მისივე თქმით, ინფიცირებული აბიტურიენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

გამყრელიძის თქმით, გუშინწინ დადასტურებული ერთ-ერთი შემთხვევის კონტაქტების კვლევის დროს აღმოაჩინეს, რომ ამ პირთან მყოფი კონტაქტებიდან ერთ-ერთი 7 ივლის გამოცდაზე გასული აბიტურიენტია.

„საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში როცა ჩვენი სამსახური იკვლევდა ინფიცირებულთან კონტაქტირებულ ხალხს, ერთ-ერთს დაუდასტურდა კორონავირუსი, რომელიც 7 რიცხვში გასულია ერთიან ეროვნულ გამოცდაზე”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
წყარო: პუბლიკა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია