აბიტურიენტს, რომელიც 7 ივლისს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე იმყოფებოდა,
კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ განათლების სამინისტროში
გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.
ამირან გამყრელიძის განცხადებით, 9 აბიტურიენტსა და დამკვირვებელს,
შესაბამისი კვლევები უტარდებათ. მისივე თქმით, ინფიცირებული
აბიტურიენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
გამყრელიძის თქმით, გუშინწინ დადასტურებული ერთ-ერთი შემთხვევის
კონტაქტების კვლევის დროს აღმოაჩინეს, რომ ამ პირთან მყოფი
კონტაქტებიდან ერთ-ერთი 7 ივლის გამოცდაზე გასული აბიტურიენტია.
„საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში როცა ჩვენი სამსახური
იკვლევდა ინფიცირებულთან კონტაქტირებულ ხალხს, ერთ-ერთს დაუდასტურდა
კორონავირუსი, რომელიც 7 რიცხვში გასულია ერთიან ეროვნულ გამოცდაზე”,
– განაცხადა ამირან გამყრელიძემ.