სიახლე
სოფელ ტალავერში 25 ნაგვის ურნაა, მაგრამ სტიქიური ნაგავსაყრელები მაინც არსებობს

ბოლნისის რაიონის სოფელ ტალავერის (ფახრალო) მოსახლეობა სოფელში არსებული სტიქიური ნაგავსაყრელის გაწმენდასა და ნაგვის ურნების დადგმას ითხოვს.

მოსახლეობამ რადიო „მარნეულთან“ საუბრისას განაცხადა, რომ სტიქიური ნაგავსაყრელი სოფელში 90-იანი წლებიდან არსებობს.

სოფელ ტალავერის მკვიდრი ფერგან ჰუსეინოვი აცხადებს, რომ სოფელში საკმარისი ნაგვის ურნები არაა. მისი თქმით, შესაბამის ორგანოებს რამდენჯერმე მიმართა, მაგრამ პრობლემა ამ დრომდე მოუგვარებელი რჩება.

„ყველას აქ ყრის ნაგავს და ურნები არაა. რამდენჯერმე მივმართეთ ამასთან დაკავშირებით, მაგრამ არ დაინტერესებულან. მარტიდან დღემდე სულ ამბობებნ მოგვარდებაო. 1-2 წლის წინაც განცხადება შევიტანეთ, მაგრამ არავინ არ დაინტერესებულა. ამბობენ, ვინც ყრის ის დავაჯარიმოთო, მაგრამ ასე არ შეიძლება. წესით აქაურობა უნდა დაასუფთავონ, გზა უნდა გააკეთონ და ნაგვის ურნები დადგან. თუ ურნა არაა სად გადაყარონ ნაგავი? ერთ-ორ ადგილას არის ურნა და ისიც საკმარისი არაა“ - აცხადებს ფეგან ჰუსეინოვი

სტიქიური ნაგავსაყრელი სოჰბეტტინ აჰმედლიევის სახლთან ახლოს მდებარეობს. სოჰბეტტინის თქმით, ნაგავსაყრელის სუნი ოჯახის წევრებს აწუხებს და ზაფხულობით ეზოში გამოსვლაც შეუძლებელია.

„კატის, ცხვრის და ძაღლის გვამებს აქ ყრიან. ქარი და მზე როდესაცაა სუნთქვა შეუძლებელი ხდება. მერსაც, დეპუტატსაც მივმართე, შევიკრიბებითო, მოვალთო ამბობენ. ჩემი სახლი ნაგავსაყრელიდან 20 მეტრში მდებარეობს. როდესაც მოსახლეობას ვეუბნები არ გადაყაროთ ნაგავიო მეჩხუბებიან, აქაურობის მეპატრონე ხომ არ ხარო“ - ამბობს სოჰბეტტინ აჰმედალიევი

ტალავერის და სავანეთის სოფლის რწმუნებული ნოვრუზ აივაზოვი რადიო „მარნეულთან“ საუბრისას ამბობს, რომ ნაგავსაყრელები სოფლის ყველაზე დიდი პრობლემაა და ბოლნისის მერი საკითხთან დაკავშირებით საქმის კურსშია.

„3 წელია ნოვრუზ ბაირამამდე სოფლის გარკვეულ ნაწილში ნაგავს ვწმენდთ. ეს 90-იანი წლებიდან არის პრობლემა. 4 წელია რაც მე ვმუშაობ. 4 წელიწადშ 4 ჯერ ექსკავატორით დავასუფთავეთ და გავიტანეთ რაღაც ნაწილი, მაგრამ ისევ დარჩა. ჩვენი სოფლის ყველაზე დიდი პრობლემაა ეს. ახლო ხანებში მერიც მოვიდა და ნახა, თბილისში დიდი პროექტი მზადდება. მდინარეს პირას 6 კილომეტრზე აიღეს ზომები და ახლო ხანებში დაასუფთავებენ. სოფელში არის ურნები.“ - ტაალვერის და სავანთის რწმუნებული ნოვრუზ აივაზოვი

აივაზოვი ამბობს, რომ სოფელში 25 ცალი ურნაა, ხოლო ახლა დამატებით ურნებსაც გამოითხოვს.

 


Warning: Invalid argument supplied for foreach() in /home/marneulifm/public_html/templates/default/html/com_content/article/default.php on line 166
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
COVID-19-სთან ბრძოლაში რიჩარდ ლუგარის ცენტრის მნიშვნელობის ზრდასთან ერთად, კრემლისტური მედია, რომელიც წლებია ლაბორატორიასთან დაკავშირებით სხვადასხვა კონსპირაციას ავითარებს
სრულად
04:00 / 05.08.2020
დაიცავი დისტანცია