გურჯაანში მეხუთე სართულიდან 3 წლის ბავშვი გადმოვარდა
გურჯაანში, საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულიდან სამი წლის ბავშვი გადმოვარდა. შემთხვევა ცხრა აპრილის ქუჩაზე მოხდა. მცირეწლოვანს თავდაპირველად გურჯაანის ჯეო-ჰოსპიტალის კლინიკაში ჩაუტარდა გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია, მას ელენთა და თირკმელი ჰქონდა დაზიანებული, რის შემდეგაც თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადმოიყვანეს.

ექიმის ინფორმაციით, ბავშვის მდგომარეობა მძიმეა.

ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები