გურჯაანში, საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულიდან სამი წლის ბავშვი
გადმოვარდა.
შემთხვევა ცხრა აპრილის ქუჩაზე მოხდა. მცირეწლოვანს თავდაპირველად
გურჯაანის ჯეო-ჰოსპიტალის კლინიკაში ჩაუტარდა გადაუდებელი ქირურგიული
ოპერაცია, მას ელენთა და თირკმელი ჰქონდა დაზიანებული, რის შემდეგაც
თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადმოიყვანეს.
ექიმის ინფორმაციით, ბავშვის მდგომარეობა მძიმეა.
ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული. გამოძიება სისხლის სამართლის
კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე
ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.