თბილისში მკვლელობა მოხდა, დაკავებულია ერთი პირი
თბილისში მკვლელობა მოხდა. შსს-ს ინფორმაციით დაკავებულია ერთი პირი.

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობის შედეგად, 32 წლის მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებულიოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,1992 წელს დაბადებული თ.ი. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ცხელ კვალზე, თბილისში დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 19 ივლისს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1988 დაბადებულ კ.თ.-ს ცივი იარაღით ზურგის არეში ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს",
- ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც შსს ავრცელებს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები