ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში [video]
ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში, ლომოურის ქუჩაზე.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით მოტოციკლი და "მერსედესი"-ს მარკის ავტომობილი ერთმანეთს დაეჯახნენ.

მოტოციკლს 15 წლის გოგონა მართავდა. ავარიის შედეგად მოტოციკლისტი მსუბუქი ავტომობილის საქარე მინაზე თავით შეეჯახა. გოგონას თავზე ჩაფხუტი ეხურა თუმცა მან სახის არეში გარკვეული დაზიანებები მაინც მიიღო.

არასრულწოვანი სასრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა "კლინიკა რუსთავში" გადაიყვანა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა თუმცა სტაბილური.



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები