ავტოსაგზაო შემთხვევა
ავარია მოხდა ჩაქვის გვირაბთან. ერთმანეთს 2 მიკროავტობუსი შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

ავტოსაგზაო შემთხვევის გამო ბათუმი-ქობულეთის ცენტრალური მაგისტრალის ჩაქვის მონაკვეთზე ამ დროისთვის ტრანსპორტის მოძრაობა შეწყვეტილია.

წყარო: ინფო რუსთავი
Print