ჩაქვის გვირაბთან ერთმანეთს ორი მიკროავტობუსი შეეჯახა
ჩაქვის გვირაბთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ორი მიკროავტობუსი შეეჯახა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებულია ერთი ადამიანი, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. სამმა მგზავრმა კი სამედიცინო დახმარებაზე უარი თქვა. მათ მძიმე დაზიანებები არ ჰქონდათ.

ავარიის გამო ჩაქვის გვირაბთან მოძრაობა დროებით შეფერხებულია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 276 მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობისა და უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

წყარო: ajaratv.ge
Print