„ქვეყანაში ორი ცხელი წერტილი გვაქვს, გარდაბანი და ლილოს ბაზრობა“ - პაატა იმნაძე
„ქვეყანაში, დღეს, შეიძლება ითქვას, რომ ორი ცხელი წერტილი გვაქვს. ესაა გარდაბნის მუნიციპალიტეტი და შესაბამისად ლილოს ბაზრობა. ადგილობრივი გადაცემის შემთხვევების უმრავლესობა უკავშირდება ამ ორ ლოკაციას“ - განცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ, რადიო „მარნეულთან“ საუბრისა.

იმნაძის განცხადებით, კორონავირუსის სხვა შემთხვევები ტრაილერის მძღოლებს ან საქართველოს იმ მოქალაქეებს უკავშირდება, რომლებიც საზღვარგარეთიდან შემოდიან.

„ეს შემთხვევები ნაკლებად შემაშფოთებელია, რადგან ტრაილერის მძღოლები მუდმივ კონტროლზე არიან, საქართველოში დაბრუნებული ჩვენი მოქალაქეები საკარანტინო ზონებში არიან, მაგრამ როდესაც ადგილობრივი გადაცემის შემთხვევები ფიქსირდება და თანაც არაერთი, რომელიც სწორედ გარდაბნის მუნიციპალიტეტთანაა დაკავშირებული, ეს რა თქმა უნდა, შეშფოთების საფუძველს გვაძლევს რომ არ მოხდეს ინფექციის კიდევ უფრო ფართოდ გავრცელება“ - განაცხადა პაატა იმნაძემ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის თქმით, დაავადებულთა უმრავლესობას კორონავირუსი მსუბუქი ფორმით აქვთ, მაგრამ კორონავირუსის ამდაგვარი გავრცელება ძირითადად ოჯახებში ხდება რა დროსაც ოჯახის მოხუცი წევრები და სხვადასხვა დაავადებების მატარებელი მოსახლეობა სასიცოცხლო საფრთხის წინაშე დგება.

პაატა იმნაძემ რადიო „მარნეულთან“ საუბრისას განაცხადა, რომ ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიის კიდევ უფრო გავრცელება, გარკვეულწილად, სახელმწიფოს მხრიდან მოხსნილი შეზღუდვებითაა გამოწვეული.

რა თქმა უნდა, ჩვენ ამას ველოდებოდით, რომ მოხდებოდა შემთხვევების მატება. ამის მაგალითია ყველა იმ ქვეყანაში სადაც შეზღუდვების შემდგომ გაიხსნა სხვადასხვა ბიზნეს აქტივობა. ჩვენც ველოდებოდით, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, თითო შემთხვევა პრობლემა არაა, მაგრამ როდესაც ათეულობით შემთხვევაა ერთ პატარა მუნიციპალიტეტში ეს, რა თქმა უნდა, შეშფოთებას იწვევს“ - განაცხადა პაატა იმნაძემ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის განმარტებით, აუცილებელია, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციისათვის, მოქალაქეებმა ყველა რეკომენდაცია, როგორიცაა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა და თერმოსკრინინგი, დაიცვან და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ითანამშრომლონ სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლებთან და არ თქვან უარი ტესტირებებზე.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები