ჭიათურაში პენსიონერი ცოლ-ქმარი დააყაჩაღეს
ჭიათურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხალიფაურში პენსიონერი ცოლ-ქმარი დააყაჩაღეს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია “მთავარი” ავრცელებს.

როგორც დაყაჩაღებული ცოლ-ქმარი ტელეკომპანიასთან საუბრისას განმარტავენ, თავდამსხმელებმა ისინი გაკოჭეს, პირზე ნაჭრები ააკრეს და ფული და ოქრო წაიღეს. დაზარალებულების ცნობით, თავდამსხმელებიდან ერთ-ერთს იარაღიც ჰქონდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება აღნიშნულ ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თერთმეტიდან თხუტმეტ წლამდე.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები