უბედური შემთხვევა ჭიათურაში
ჭიათურაში, სოფელ ნავარძეთში, დენის დარტყმის შედეგად მცირეწლოვანი გარდაიცვალა. გარდაცვლილი ბავშვი 4 წლისაა.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა.

უბედური შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც დაღუპულის მამა ელექტროშედუღების აპარატით რკინის საქანელას ამზადებდა, ბავშვი კი დენის სადენებს მოულოდნელად შეეხო.

როგორც "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები