გორში ცოლის ცემისა და მოკვლის მუქარის ბრალდებით კაცი დააკავეს
გორში, სოფელ ქერეში ოჯახის წვერის მიმართ ფიზიკური ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ბრალდებით პოლიციამ კაცი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით, მე-11 პრიმა მუხლითა და 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. აღნიშნული კი ოჯახში ძალადობასა და ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარას გულისხმობს.

წყარო: On
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები