თბილისში, ერთ-ერთ ბარში დაცვის თანამშრომლების მიერ ორი პირის ცემის ბრალდებით 2 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ბრალდებით, 2 პირი - 1993 წელს დაბადებული ლ.ს. და 2001 წელს დაბადებული ნ.ქ. დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, რომლებიც თბილისში მდებარე ერთ-ერთ ბარში დაცვის თანამშრომლებად მუშაობდნენ, მიმდინარე წლის 22 აგვისტოს, ამავე ბარის სტუმრების, 1986 წელს დაბადებული ორი პირის - ი.ფ.-სა და ი.გ.-ს მიმართ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ფიზიკური ძალადობა განახორციელეს. მომხდარის შედეგად, ი.ფ.-მ და ი.გ.-მ ჯანმრთელობის დაზიანება მიიღეს. მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიათ.

,,გამოძიება ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ასევე, ტარდება ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები ახალი გარემოებებისა და აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან შესაძლო შემხებლობაში მყოფი სხვა პირების გამოკვეთის და დაკავების მიზნით,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ სო­ცი­ა­ლურ ქსელ "ფე­ის­ბუქში“­ დაშავებულმა მოქალაქე ივი­კო ფრუ­ი­ძემ პოსტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მელ­შიც ბარში მომხდარ ისტორიაზე საუბრობს. მისი თქმით, 5 კოქტეილის ნაცვლად 25 კოქტეილის საფასურის გადახდა მოსთხოვეს, რასთან დაკავშირებითაც პროტესტი გამოთქვა, აღნიშნულს კი ბარის დაცვის თანამშრომლების მხრიდან მის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება მოჰყვა. როგორც ფრუიძე ამბობს, ფიზიკურად 6 პირი გაუსწორდა.

„ჩემ­ზე ორ­ჯერ დი­დე­ბი იყ­ვნენ... წა­მაქ­ცი­ეს, მირ­ტყამ­დნენ უმო­წყა­ლოდ, არ მაძ­ლევ­დნენ ფეხზე წა­მოდ­გო­მის სა­შუ­ა­ლე­ბას. ყო­ველ წამს მხვდე­ბო­და უამ­რა­ვი მუშ­ტი თუ წიხ­ლი სხვადას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბი­დან. მათ შო­რის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აგ­რე­სი­უ­ლო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­და ბა­რის ერთ-ერთი თა­ნამ­შრო­მე­ლი გოგო, რო­მე­ლიც დაც­ვის წევ­რე­ბის მიერ დაგ­დე­ბულს მირტყამ­და სკამს... სრუ­ლი­ად უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნი დავ­რჩი ჯერ თაღ­ლი­თო­ბის მსხვერპლი, შემ­დეგ ხელ და ცხვირ­გა­ტე­ხი­ლი, უამ­რა­ვი ტრავმით. ერთი ოპე­რა­ცია უკვე ჩა­მიტარ­და, წინ მაქვს მე­ო­რე. მაქვს ტვი­ნის შერ­ყე­ვა და და­ჟე­ჟი­ლო­ბა სხე­უ­ლის ყვე­ლა წერტილში. არ ვით­ვლი მცი­რე ჭრი­ლო­ბებ­სა და ნა­კაწ­რებს“, - წერს დაშავებული.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები