შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის ბრალდებით 3 პირი დააკავა
13:34 / 03.09.2020
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა,
ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ინდოეთის
რესპუბლიკის 3 მოქალაქე დააკავეს.
მათ ბრალი საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად
გადმოკვეთაში ედებათ.
დანაშაული 4-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა სომხეთის რესპუბლიკიდან
ჯგუფურად, უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.
გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად
გადაკვეთის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის
„ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციამ 2020 წლის
განმავლობაში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის
და გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით, პასუხისგებაში მისცა სხვადასხვა
ქვეყნის 92 მოქალაქე, მათ შორის: თურქეთის რესპუბლიკის - 35, ინდოეთის
- 9, ირანის - 4, პალესტინის - 4, მაროკოს - 1 და ალჟირის - 1
მოქალაქე.