სიახლე
„სტრატეგია აღმაშენებლის“ აქტივისტების სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის 2 პირი დაკავეთ – შსს
შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება, რომ გიორგი ვაშაძის პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის ორი აქტივისტისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ბრალდებით ორი პირი დააკავეს.

უწყების თანახმად, 9 სექტემბერს, თბილისში, მეტროსადგური „ვარკეთილის“ სიახლოვეს, ორმა მოქალაქემ — 1987 წელს დაბადებულმა გ.ხ.-მ და 1976 წელს დაბადებულმა პ.ს-მ — პოლიტიკური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ორ აქტივისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

უწყების ცნობით, ორივე მათგანი შემთხვევის ადგილზევე დააკავეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია