ხაშურში ყოფილი მეუღლის მკვლელობისთვის პირს 16 წლიანი პატიმრობა შეეფარდა
გორის რაიონულმა სასამართლომ 16 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა პირს, რომელმაც 2020 წლის 18 იანვარს, ხაშურის მუნიციპალიტეტში ყოფილი მეუღლე მძინარე მდგომარეობაში ნაჯახით მოკლა და მიიმალა.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

“სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 18 იანვარს, ხაშურის მუნიციპალიტეტში ლ.ლ.-მ გენდერის ნიშნით, ყოფილ მეუღლეს ბ.ნ.-ს, რომელსაც ეძინა, ნაჯახით მრავლობითი დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად ბ.ნ. ადგილზე გარდაიცვალა”, – წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით სამართალდამცველებმა ლ.ლ მომხდარიდან მალევე, იმავე დღეს დააკავეს ქალაქ ხაშურში. მას სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ”, “დ” პრიმა და “ვ” ქვეპუნქტებით წარედბინა, რაც უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახის წევრის, გენდერის ნიშნით, წინასწარი შეცნობით განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები