თემქაზე, საცხოვრებელ კორპუსში, ლიფტი ჩამოვარდა
თბილისში, თემქის დასახლებაში, ჩამოვარდა ლიფტი, რომელშიც 6 ადამიანი იმყოფებოდა. ინფორმაცია “ნეტგაზეთს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან მიაწოდეს.

უწყების ცნობით, ე.წ. არაშენდას კორპუსში მომხდარი ინციდენტის შედეგად მსუბუქი დაზიანება მიიღო ერთმა ქალმა.

ლიფტში მყოფთა შორის იყო არასრულწლოვანიც. ამ დროისთვის, ყველა მათგანი ამოყვანილია.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები