ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
გორში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცს ჭრილობა გულ-მკერდის არეში, ბასრი საგნით აქვს მიყენებული.

​სასწრაფო დახმარების ჯგუფმა დაჭრილი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა, თუმცა მამაკაცი საავადმყოფოში შეყვანამდე გარდაიცვალა.

როგორც შსს-ში "ინფო რუსთავს" განუცხადეს, საქმეზე გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. უწყებაში მომხდართან დაკავშირებით დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ და აცხადებენ, რომ მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები.

წყარო: ინფო რუსთავი
Print