ყოფილი ცოლის გატაცების, მასზე ძალადობისა და მუქარის ბრალდებით კაცი დააკავეს
11:09 / 24.09.2020
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამართალდამცავებმა ყოფილი ცოლის
მიმართ განხორციელებული ძალადობის, მუქარისა და თავისუფლების უკანონო
აღკვეთის ბრალდებით 1989 წელს დაბადებული ზ.დ. დააკავეს
გამოძიების ცნობით, ბრალდებულმა სახლში მიაკითხა ყოფილ მეუღლეს -1981
წელს დაბადებულ ი.დ.-ს, რომელიც იძულებით ჩასვა ავტომანქანაში და მისი
ნების საწინააღმდეგოდ წაიყვანა სოფელ დაბის მიმართულებით არსებული
ტყისკენ, სადაც, ყოფით საკითხზე არსებული უთანხმოების ნიადაგზე,
ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.
გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ თავისუფლების უკანონო
აღკვეთის, ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს
სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 143-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 11
პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტითა და 126-ე პრიმა
მუხლის 1-ლი ნაწილით. დანაშაული 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.