ავარია მსხვერპლით დასრულდა
თბილისი-გორის ავტომაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოებში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ჯერ ტრაილერს შეეჯახა შემდეგ კი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

შემთხვევის გამო ავტობანის აღნიშნულ მონაკვეთზე დასავლეთ საქართველოდან თბილისის მიმართულებით მოძრავი ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეფერხებულია.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები