პოლიციამ თბილისში მომხდარი ჯგუფური ყაჩაღობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ორი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი ორი პირი - 1968 წელს დაბადებული რ.კ. და 1970 წელს დაბადებული დ.მ. ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, ცხელ კვალზე, თბილისში დააკავეს.

დანაშული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ბრალდებულები თბილისში, ასათიანის ქუჩისა და ვაჟა-ფშაველას გამზირის კვეთაზე ტაქსიში ჩასხდნენ. ერთ-ერთმა ბრალდებულმა აღნიშნული ტაქსის მძღოლს - 1972 წელს დაბადებულ ა.ზ.-ს თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყა, ხოლო მეორემ შებოჭა, რის შემდეგაც თავდამსხმელებმა ბასრი საგნის მუქარით მას კუთვნილი ნივთები გასტაცეს.

სამართალდამცველებმა მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული ნივთები - ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” და ”გ” ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.


წყარო: police.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები