შსს-ს მიმართვის შემდგომ, მარნეულის მერია, გიგა ჯალაღონიას საკითხზე გადაწყვეტილებას მიიღებს
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია შპს „ავტოპარკის“ დირექტორის გიგია ჯალაღონიას დაკავებასთან დაკავშირებით სამართალდამცავი უწყებიდან ცნობას ელოდება.

მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ნინო დეკანოიძემ რადიო „მარნეულთან“ საუბრისას განაცხადა, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია გიგა ჯალაღონიას საქმესთან დაკავშირებით მას შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას, როდესაც სამართალდამცავი უწყებებიდან შესაბამისი შეტყობინება შევა. ამის შემდეგ გახდება ცნობილი, დატოვებს თუ არა მუნიციპალური შპს „ავტოპარკის“ დირექტორობის თანამდებობას ჯალაღონია.

შაბათს, 3 ოქტომბერს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 29 სექტემბერს მარნეულში მომხდარ დაპირისპირების ფაქტთან დაკავშირებით ორი პირი დააკავეს. მათ შორის ერთ-ერთი სწორედ გიგა ჯალაღონიაა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ გ.შ.-მ მიმდინარე წლის 29 სექტემბერს, საღამოს, მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებს - გ.ქ.-სა და ლ.ქ.-ს, ასევე, მათ თანმხლებს - დ.ქ.-ს. რაც შეეხება მეორე ბრალდებულს - გ.ჯ. (გიგა ჯალაღონია)-ს, გამოძიებით დადგენილია, რომ მან ამავე დაპირისპირებისას ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა გ.ქ.-ს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.“ - წერს შსს


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები