იორმუღანლოში 30 წლამდე მამაკაცი მოკლეს
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოს ერთ-ერთ ფერმაზე ქალმა 30 წლამდე კაცს სანადირო თოფით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.

მკვლელობას ურთიერთშელაპარაკება უძღოდა წინ. ადგილობრივების ინფორმაციით, მიზეზი კაცის მიერ ბიძაშვილის ცოლთან სქესობრივი კავშირის დამყარება გახდა.

ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია 108 მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

წყარო: ivrisi.org.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები