404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/home/marneulifm/public_html//images/temp/2018/10/04/bf4bf3c46df8f47ef0e6c9d862ad7cb2.jpg" not exists.
სიახლე
მარნეულის ყოფილი მერის წინააღმდეგ სასამართლო პროცესები განახლდა
8 ოქტომბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოში თემურ აბაზოვის, აზერ სულეიმანოვისა და კიდევ ორი პირის სისხლისამართლებრივი საქმის პირველი სააპელაციო სხდომა გაიმართა.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას საქმეში დაზარალებულად ცნობილი ელჩინ ალახვერდიევის ადვოკატმა ეკატერინე მიდოდაშვილმა განაცხადა, რომ სასამართლო სხდომა დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა რის გამოც სხდომა მხოლოდ ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდა.

„პროკურორს დროის უკმარისობის გამო მცირე დრო ჰქონდა რომ თავისი შესავალი სიტყვა ეთქვა. პროკურორმა განმარტა, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს განაჩენი იყო დაუსაბუთებელი, რადგან მოსამართლემ არ გაითვალისწინა ის მტკიცებულებები, რომლებიც წარდგენილი იყო პროკურატურის მიერ. მოხდა იმ მოწმეების ჩვენებების გათვალისწინება, რომლებმაც გამოძიების დროს აბაზოვის წინააღმდეგ მისცეს ჩვენება, ხოლო სასამართლოში პირიქით, დაზარალებული ელჩინ ალახვერდიევის წინააღმდეგ. ძირითადი აქცენტები ამ საკითხზე იყო“ - განაცხადა ეკატერინე მიდოდაშვილმა

დაზარალებული ელჩინ ალახვერდიევის ადვოკატის განმარტებით, ალახვერდიევს არ აქვ სამართლიანობის აღდგენის განცდა, რადგან რუსთავის საქალაქო სასამართლომ აბაზოვის მიმართ გამამართლებელი განაჩენი უკვე გამოიტანა.

სწორედ რუსთავის საქალაქო სასამართლოს გამამართლებელ განაჩენს ასაჩივრებს პროკურატურა სააპელაციო სასამართლოში და თემურ აბაზოვს კვლავ ელჩინ ალახვერდიევის მიმართ დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებს.

აბაზოვის წინააღმდეგ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს მოხელის მიერ, პირის დამცირებას და იძულებას, არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებას, რამაც დაზარალებულს ფიზიკური ტკივილი და მორალური ტანჯვა მიაყენა. პროკურატურა აბაზოვს ასევე ედავებოდა 25, 157 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას, რაც გულისხმობს პირადი ცხოვრების უკანონოდ მოპოვების ორგანიზებას და პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვას; ასევე, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ გავრცელების ორგანიზებას ინტერნეტის, მათ შორის, სოციალური ქსელის მეშვეობით.

რაც შეეხება აზერ სულეიმანოვს, რამინ ალახვერდიევსა და ელიხან გულიევს, მათ წინააღმდეგ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ცემას გულისხმობს. თავდაპირველად, რამინ ალახვერდიევს და ელიხან გულიევს პროკურატურა ასევე ედავებოდა 157 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას, რაც პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებას, შენახვას, ასევე, ინტერნეტის მეშვეობით უკანონოდ გავრცელებას გულისხმობს.

რადიო „მარნეულის“ ზარებს მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი და აზერ სულეიმანოვი არ პასუხობენ, მაგრამ ორივე მათგანი სასამართლო სხდომების მიმდინარეობის დროს თავს უდანაშაულოდ ცნობდნენ.

რადიო „მარნეული“

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია